გაკვეთილის მთავარი თემა
|
ეკატერინე II ‘’ოქროს საუკუნე’’
|
სწავლების საფეხური
|
12 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე
|
მოსწავლეს ამ თემის შესწავლის შემდეგ აქვს უნარი ამოიცნოს პერსონაჟებს შორის არსებული ურთერთობები, განმარტოს პერსონაჟთა ქცევის მოტივი და შეაფასოს მათი საქციელი.
მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას, ინფორმაციის ეფექტურად ორგანიზებას.
| |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები გაეცნობიან ეკატერინე II ბიოგრაფიულ ცნობებს,მისი მოღვაწეობისა ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს. აგრეთვე გაანალიზებენ იმ დროინდელი რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მოსწავლეს შეუძლია მოაგროვოს დამატებითი ინფორმაცია ეკატერინე II ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც არ არის მოცემული ტექსტში, შეუძლია ნასწავლი მასალისა და ახალი ტექსტის გაცნობის შედეგად დაადგინოს მიზეზ- შედეგობრივი კავშირები და არგუმენტირებული მსჯელობა.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ, რა დამატებით ინფორმაციას ფლობენ ეკატერინე II ცხოვრების შესახებ. მათ წინასწარ დაევალათ ინტერნეტში წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით საჭირო მასალის მოძიება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ფურცლები,კომპიუტერი, დაფა, სლაიდები, სურათები, სტატიები, პროეკტორი, სლაიდი, დაფა,ცარცი, კალამი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1კლასის ორგანიზება 2წუთი
Aფაზა [გამოწვევა]15წუთი
მასწავლებელი ააქტიურებს წინარე ცოდნას 1ამოწმებს საშინაო დავალებას [ერთი მოსწავლე წერს დაფაზე, დანარჩენები ამოწმებენ ადგილზე და ასწორებენ შეცდომებს.2სვამს კითხვებს [ყუთში ყრის სხვადასხვა შინაარსის შეკითხვებს, თითოეული მოსწავლე იღებს ფურცელს და სცემს პასუხს.
Bფაზა[შინაარსის რეალიზება]22წუთი. შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მართავს დისკუსიას, აკეთებს გაკვეთილის ანალიზს. შემდეგ ატარებს მინი ლექციას და მოსწავლეებს აცნობს ეკატერინე II ცხოვრებასა და მოღვაწეობას. პროექტორის საშუალებით მასწავლებელი ახდენს წინასწარ მოცემული სლაიდის დემონსტრირებას. იყენებს კომპიუტერს, სადაც წინასწარ აქვს გამზადებული ვიდეომასალა ეკატერინე II მოღვაწეობასა და ცხოვრების შესახებ. მოსწავლეებს ავალებს სახლში სხვადასხვა ინფორმაციების მოძიებას.
Cფაზა [გამთლიანება]6წუთი
მასწავლებელი ახდენს გაკვეთილის შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს: რა ვისწავლეთ, რა გავიგეთ, რაში გვჭირდება ცოდნის გაღრმავება,რაში გამოგვადგება ეს ცოდნა? და აფასებს მოსწავლეებს.
|
ჩამოტვირთეთ სლაიდი>>>
ჩამოტვირთეთ შეფასების რუბრიკა>>>
No comments:
Post a Comment